როგორ დავამატო ხარჯი?

დაამატეთ ხარჯი, როცა ვინმე იხდის რაღაცაში, რასაც ჯგუფი ერთად იყენებს. შენახვისთანავე SplitEase ყველას ბალანსს განაახლებს.

ნაბიჯები

  1. შეეხეთ + ღილაკს ჩანართების ზოლის შუაში, ან გახსენით ჯგუფი და შეეხეთ ღილაკს ხარჯის დამატება (Add expense).
  2. ზემოთ შეამოწმეთ ჯგუფი, შემდეგ შეიყვანეთ თანხა (Amount) და რისთვის იყო ხარჯი.
  3. გადაიხადა (Paid by) განყოფილებაში აირჩიეთ, ვინ გადაიხადა.
  4. გაყოფა (Split) განყოფილებაში აირჩიეთ, ვინ იყოფს ხარჯს და როგორ. ნაგულისხმევად ხარჯი თანაბრად იყოფა.
  5. შეეხეთ ღილაკს შენახვა (Save).

SplitEase აღწერის მიხედვით კატეგორიას გთავაზობთ. შენახვამდე შეგიძლიათ მისი შეცვლა.

სხვა ვალუტაში გადახდისთვის შეეხეთ ვალუტის სიმბოლოს თანხის გვერდით.

SplitEase აპი ჯერ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. ფრჩხილებში მოცემული ღილაკების სახელები ის ინგლისური წარწერებია, რომლებსაც ეკრანზე დაინახავთ.

მსგავსი კითხვები

ისევ გჭირდებათ დახმარება?

მოგვწერეთ და SplitEase-ის გუნდის წევრი გიპასუხებთ.

მხარდაჭერასთან დაკავშირება
ენა: ქართული