როგორ დავასკანერო ქვითარი ხარჯის დასამატებლად?
ქვითრის სკანირება ანგარიშიდან კითხულობს ჯამს და დეტალებს, ასე რომ, მათი აკრეფა არ მოგიწევთ. ეს SplitEase+-ის ნაწილია.
ნაბიჯები
- შეეხეთ + ღილაკს, შემდეგ ღილაკს სკანირება (Scan).
- გადაუღეთ ფოტო მთლიან ანგარიშს, ან აირჩიეთ გალერეა (Library) ან PDF, რომ უკვე არსებული ფაილი გამოიყენოთ.
- შეამოწმეთ SplitEase-ის მიერ ნაპოვნი დეტალები და შეეხეთ ღილაკს გამოყენება (Use).
- გადახედეთ, ვინ გადაიხადა და როგორ იყოფა, შემდეგ შეეხეთ ღილაკს შენახვა (Save).
სურათი წასაკითხად SplitEase-ში იტვირთება. როგორ მუშავდება, იხილეთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
სკანირებამ შეიძლება შეცდომა დაუშვას. შენახვამდე ყოველთვის შეამოწმეთ თანხა.
SplitEase აპი ჯერ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. ფრჩხილებში მოცემული ღილაკების სახელები ის ინგლისური წარწერებია, რომლებსაც ეკრანზე დაინახავთ.