როგორ გავასწორო ანგარიში ვინმესთან?
SplitEase აღრიცხავს, ვინ ვის რამდენი ემართება, მაგრამ გადახდებს თავად არ ასრულებს. გადაუხადეთ მეორე ადამიანს ისე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ, შემდეგ კი ჩაწერეთ ეს აპში, რომ ორივეს ბალანსი განახლდეს.
ნაბიჯები
- გახსენით ჯგუფი და შეეხეთ ღილაკს ანგარიშსწორება (Settle up).
- თუ ვინმეს გადაუხადეთ, შეეხეთ ღილაკს გადახდის ჩაწერა (Record payment) მისი სახელის გვერდით, შეამოწმეთ თანხა და დაადასტურეთ. შეგიძლიათ ვალის მხოლოდ ნაწილიც ჩაწეროთ.
- თუ ვინმემ თქვენ გადაგიხადათ, შეეხეთ ღილაკს მიღებულად მონიშვნა (Mark as received) მისი სახელის გვერდით და დაადასტურეთ.
წინა გადახდების სანახავად იმავე ეკრანზე შეეხეთ ღილაკს ისტორია (History).
SplitEase აპი ჯერ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. ფრჩხილებში მოცემული ღილაკების სახელები ის ინგლისური წარწერებია, რომლებსაც ეკრანზე დაინახავთ.